ახალი ომი

11745

ფილმი-კატასტროფებით ცნობილმა რეჟისორმა როლანდ ემერიხმა ახალი საომარი დრამა გადაიღო, რომელსაც საფუძვლად 1942 წლის ივნისში მომხდარი კუნძულ მიდუეის ცნობილი ბრძოლა უდევს.

აშშ-იაპონიის წყნარი ოკეანის ფრონტზე გამართული რეალურ მოვლენების შესახებ არსებულ ფილმში სამსახიობო გუნდს ედ სკრაინი, პატრიკ უილსონი, ლიუკ ევანსი, აარონ ეკჰარტი, ნიკ ჯონასი, დენის კუეიდი და ვუდი ჰარელსონი წარმოადგენენ, რომლებიც რეალურ პიროვნებებს ასახიერებენ. ფილმის პრემიერა ნოემბერში, ვეტერანთა დღის კვირეულში შედგება.

აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის ამავე ეპიზოდის შესახებ 1976 წელს გამოსული იგივე სათაურის მქონე ფილმიც არსებობს, სადაც მთავარ როლებს ჩარლტონ ჰესტონი, ჰენრი ფონდა, ჯეიმს კობერნი, ჰოლ ჰოლბრუკი და ტოშირო მიფუნე ასრულებენ.