ყველამ ვიცით, რომ საკვები ჩვენს ჯანმრთელობაზე ახდენს ზეგავლენას.
არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც გვეხმარება მეხსიერების გაუმჯობესებასა და ფოკუსირებაში.
მათი დახმარებით მეტად პროდუქტიულები შეგვიძლია ვიყოთ.
თუ კვების რაციონს ამ საკვებით გაამდიდრებით, მაშინ თქვენი პროდუქტიულობა 20%-ით გაიზრდება.
ჭარხალი
ტვინს „უყვარს“ ჭარხალი. ის გვეხმარება კონცენტრაციაში და თავის ტვინის შესაძლებლობებს აუმჯობესებს.
ამ ყველაფერს კი მასში შემავალი ბუნებრივი ნიტრატები უზრუნველყოფენ.
ნიტრატთა ნაერთი, როგორც ვაზოდილატორი, ისე მოქმედებს, ანუ სისხლძარღვებს აფართოებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
ჭარხლის წვენი თავის ტვინის იმ უბნებში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რომლებიც ყურადღებაზე და თვითრეგულირებაზე არიან პასუხისმგებელნი.
ორაგული
კონცენტრაცია და გონებრივი ენერგია გარანტირებულია ცხიმიანი თევზის დახმარებით.
ის ხომ ომეგა3-ის მეგადოზას შეიცავს. ომეგა3-ის ცხიმოვანი მჟავა გულს ჯანმრთელობას უნარჩუნებს, ხოლო მეხსიერებას და თავის ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს.
მისი საუკეთესო წყარო კი ორაგულია.
ბროკოლი
უამრავი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ ბროკოლი თქვენი კვების რაციონის განუყოფელი ნაწილი გახდეს. ის ბოჭკოვანს, ვიტამინებს და მინერალებს უხვად შეიცავს.
ამას გარდა, ბროკოლი მახვილი გონების შენარჩუნებაში გვეხმარება, ასევე თავის ტვინს ენერგიით მუხტავს.
ბროკოლი B5 ვიტამინით, იგივე ქოლინით არის მდიდარი, რომელიც შემეცნების პროცესისთვის არის სასარგებლო.
კვლევის თანახმად, ქოლინი კოგნიტურ უნარ-ჩვევებს, მეხსიერებას აუმჯობესებს, ის თავის ტვინის განვითარების პროცესშია ჩართული.
მწვანე ჩაი
დილით ერთი ფინჯანი მწვანე ჩაის მირთმევა მთელი დღით პროდუქტიულობას გპირდებათ.
2017 წლის კვლევის თანახმად, მწვანე ჩაი დიდ ზეგავლენას ახდენს თავის ტვინზე. მას შეუძლია შფოთვის შემცირება და კონცენტრაციის გაზრდა. მისი დახმარებით უკეთესი მეხსიერებაც გექნებათ და ქრონიკული დაღლილობაც არ შეგაწუხებთ.