ყურძნის ჭამის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მიზეზი წარმოუდგენელია

4715

ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა დედებისთვის: ბავშვს ჩასვამენ სუპერმარკეტის ურიკაში, მშვიდად მიაგორებენ და აწყობენ პროდუქტებს მასში. ეს საზარელი ისტორიაც სწორედ სუპერმარკეტში მოხდა.

ემა თავის 2 წლის ბიჭთან ერთად მარკეტში მივიდა. ბავშვი ურიკაში ჩასვა და თვითონ პროდუქტების ჩალაგება დაიწყო: ხილი, ბოსტნეული, ხორცი… ახლა ყველის ასარჩევად ვიტრინაში იყურებოდა, როცა გაიგონა ბავშვის უცნაური ხმები. აიანას ხელში ყურძნის პაკეტი ეჭირა, ბავშვი იხრჩობოდა.

«მაშინვე მივვარდი ბავშვს და ზურგში დავუწყე ხელების დარტყმა. მაგრამ ვხვდებოდი, რომ ვერ ვშველოდი. ხალხი შემოგვეხვია, ჩემს კივილზე ვიღაცამ დარეკა 911-ში», — იხსენებს ემა. როდესაც ექიმები მოვიდნენ, უკვე გვიანი იყო — აიანი გარდაიცვალა.

«მეგონა, რომ კოშმარულ სიზმარში ვიყავი, რომელიც გამუდმებით თან დამყვებოდა», — ამბობს ბიჭის მამა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედია ახლახანს მოხდა, მშობლებმა გადაწყვიტეს, თავიანთი მაგალითზე გააფრთხილონ სხვა მშობლებიც. არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ ბავშვი დიხრჩოს წვრილი სათამაშოს ან თუნდაც ყურძნის მარცვლისგან.

პედიატრების გამოცდილებით, თხილი, კანფეტი, ჰოთ-დოგი, ყურძენი და პოპკორნი 4 წლამდე ბავშვებისათვის წარმოადგენს საშიშ პროდუქტებს. ოჯახის ყველა წევრმა უნდა იცოდეს, როგორ აღმოუჩინოს პირველადი დახმარება ბავშვს. წლამდე ბავშვი საჭიროა დააწვინოთ მუცელზე და მხრების არეში, ზურგის ცენტრში 5-ჯერ დაარტყათ ხელი. თუ ბავშვი არ სუნთქავს, გადმოაბრუნეთ და დაიწყეთ გულის მასაჟი. გაიმეორეთ სუნთქვის აღდგენამდე და დაელოდეთ ექიმის მოსვლას.

უფროსი ასაკის ბავშვებს და მოზრდილებს დაუდექით ზურგიდან, ხელები შემოახვიეთ წელზე, ოდნავ გადაწიეთ წინ. შემდეგ ორივე ხელი მკვეთრად მოუჭირეთ მუცელზე (თითქოს ცდილობთ მის აყვანას), გაიმეორეთ მანამ, სანამ უცხო სხეული არ გადმოუვარდება პირის ღრუდან. გახსოვდეთ, რომ ასეთ შემთხვევებში თითოეული წუთი ძვირფასია.